Posts

Showing posts from February, 2024

ერედა

Image
  ერედა  — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, წილკნის თემში. ისტორია : 1905 წლის 20 მარტს სოფლის ცენტრში შეიკრიბა ერედისა და ახლომახლო სოფლების (ძალისი, მჭადიჯვარი, წილკანი, გრემისხევი, ბაზალეთი, ჭილურტი, ებნისი) გლეხკაცობა და თავადაზნაურობა (6000-მდე კაცი). გლეხებმა მოითხოვეს მათთვის „ნადელების“ უსასყიდლოდ გადაცემა, ე. წ. „ჩამონაჭრების“ დაბრუნება, ტყითა და საძოვრებით სარგებლობის უფლება, ხოლო უმიწაწყლო გლეხებისათვის სამყოფი მიწის გამოყოფა. მათ წამოაყენეს, აგრეთვე პოლიტიკური მოთხოვნები: არსებული წყობილების დამხობა, დამფუძნებელი კრების მოწვევა, კრების, სიტყვის, სარწმუნოების, განათლების თავისუფლება, ძველი არმიის გაუქმება. დემოგრაფია : 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 510 ადამიანი.
Image
  გოროვანი  — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში (წეროვნის თემის საკრებულო), სხალტბის სერის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 650 მეტრი, მცხეთიდან 9 კილომეტრი. ისტორია: ისტორიულ წყაროებში პირველად XII საუკუნიდან მოიხსენიება. საბუთებიდან ჩანს, რომ გოროვანი ყოფილა წმინდა ევაგრეს ნასყიდი სოფელი, რომლის შეწირულობა 1170 წელს მეფე გიორგი III-მ განუახლა შიომღვიმის მონასტერს. 1392 წელს სითარხნის გუჯრის მიხედვით, გოროვანი მცხეთის საკათოლიკოსო სოფელია. გოროვანი 1447 და 1559 წელს საკათოლიკოსო მამულების გუჯრებშიც არის მოხსენიებული. 1741 წელს წყალობის წიგნის მიხედვით, კათოლიკოსმა დომენტიმ გოროვანი გადასცა გედევანიძეს. ვახუშტი ბატონიშვილის სოფელთა სიაში გოროვანი სამუხრანოს კუთვნილებაა. სოფლის განაპირას დგას აგურითა და ნატეხი ქვით ნაგები ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. აგებულია 1830 წელს. დასავლეთი კედლის კეხზე მოგვიანებით სამრეკლოს ფანჩატური დაუშენებიათ. ინტერიერში, აფსიდის კონქში, XX საუკუნის საკმაოდ მდარე ხარისხის მოხატულობაა შემონახული. დემოგრაფია : 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 457 ად

გალავანი

Image
გალავანი  (ძველი სახელი: ბოკოწინი) — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხრან-საგურამოს ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე თეზმის (მდინარე არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, თემის ცენტრი (სოფლები: გალავანი, წინამძღვრიანთკარი და ზაქარო). ზღვის დონიდან 750 მეტრზე, მცხეთიდან დაშორებულია 18 კმ-ით. ისტორია : ისტორიულ წყაროებში ბოკოწინი პირველად XVI საუკუნეში იხსენიება. იგი მცხეთის საკათალიკოსოს კუთვნილი სოფელი ყოფილა. ეტიმოლოგია : სოფელს სახელი გალავანი ეწოდა XX საუკუნის დასაწყისში, იქ შემორჩენილი XVII-XVIII საუკუნეების ციხე-გალავნის მიხედვით. დემოგრაფია : 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 503 ადამიანი.