Posts

Showing posts from January, 2024

ბურიანი

Image
  ბურიანი   —   სოფელი   მცხეთის   მუნიციპალიტეტში,   საგურამოს   ქედის   ჩრდილოეთ კალთის ძირას, მდინარე თეზმის (მდინარე არაგვის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან — 860 მეტრზე, მცხეთიდან დაშორებულია 20 კმ-ით. დემოგრაფია 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 15 ადამიანი.

ბიწმენდი

Image
  ბიწმენდი   —   სოფელი   მცხეთის   მუნიციპალიტეტში, ჯიღაურას თემში. მდებარეობს   საგურამოს   ვაკეზე, მდინარე ახატნისხევის (არაგვის მარცხენა შენაკადი) ორივე ნაპირას. ზღვის დონიდან 645 მეტრი, მცხეთიდან — 18 კილომეტრი. დემოგრაფია 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 506 ადამიანი.

ბევრეთი

Image
ბევრეთი   —   სოფელი   მცხეთის   მუნიციპალიტეტში, თრიალეთის   ქედის   აღმოსავლეთ დაბოლოებაზე, მდინარე დიღმისწყლის სათავეში. ზღვის დონიდან 1080 მეტრზე, მცხეთიდან დაშორებულია 20 კმ-ით. დემოგრაფია 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 51 ადამიანი.

ახალუბანი

Image
ახალუბანი   —   სოფელი   საქართველოში,   მცხეთის   მუნიციპალიტეტში (მისაქციელის თემი). მდებარეობს მუხრანის ვაკის ჩრდილოეთ კიდეზე. ზღვის დონიდან 560 მეტრი, მცხეთიდან 11 კილომეტრი. დემოგრაფია 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 435 ადამიანი.

ახალსოფელი

Image
ახალსოფელი  —   სოფელი   საქართველოში,   მცხეთის   მუნიციპალიტეტში,   საგურამოს   თემში, საგურამოს ვაკეზე, მდინარე თეზმის (მდინარე არაგვის შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან — 650 მეტრზე, მცხეთიდან დაშორებულია 10 კმ-ით. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 2-3 კილომეტრზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი — ბზიანი. დემოგრაფია 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 125 ადამიანი.

ახალი ნიჩბისი

Image
ახალი ნიჩბისი   —   სოფელი   საქართველოში,   მცხეთა-მთიანეთის   მხარის   მცხეთის   მუნიციპალიტეტში, ნიჩბისის თემში. მდებარეობს თრიალეთის   ქედის   ჩრდილოეთ მთისწინეთზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 580 მეტრზე. მცხეთიდან დაშორებულია 15 კილომეტრით. დემოგრაფია 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 624 ადამიანი.

ახალდაბა

Image
ახალდაბა  —  სოფელი  საქართველოში,  მცხეთა-მთიანეთის  მხარის  მცხეთის  მუნიციპალიტეტში, აღდგომელაანთკარის თემში. მდებარეობს ლომის-ალევის  ქედის  სამხრეთ დაბოლოებაზე, მდინარე ნარეკვავის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 900 მეტრზე. მცხეთიდან დაშორებულია 22 კილომეტრით. დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 32 ადამიანი.

აღდგომელაანთკარი

Image
  აღდგომელაანთკარი   —   სოფელი   საქართველოში,   მცხეთის   მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები:   ახალდაბა , ნავაზი, უფურეთი, ფრეზეთი). მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 580 მეტრზე. მცხეთიდან დაშორებულია 15 კილომეტრით, მისაქციელიდან 3 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მებოსტნეობა და მერძევეობა. დემოგრაფია 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 431 ადამიანი .

არაშენდა

Image
  არაშენდა   —   სოფელი   საქართველოში,   მცხეთა-მთიანეთის   მხარის   მცხეთის   მუნიციპალიტეტში,   საგურამოს   თემში. მდებარეობს მდინარე თეზამის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 660 მეტრზე. მცხეთიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. დემოგრაფია: 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 226 ადამიანი.