ახალსოფელი

ახალსოფელი — სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოს თემში, საგურამოს ვაკეზე, მდინარე თეზმის (მდინარე არაგვის შენაკადი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან — 650 მეტრზე, მცხეთიდან დაშორებულია 10 კმ-ით.

სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 2-3 კილომეტრზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი — ბზიანი.

დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 125 ადამიანი.




Comments

Popular posts from this blog

გალავანი

ახალუბანი