გალავანი

გალავანი (ძველი სახელი: ბოკოწინი) — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხრან-საგურამოს ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე თეზმის (მდინარე არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, თემის ცენტრი (სოფლები: გალავანი, წინამძღვრიანთკარი და ზაქარო). ზღვის დონიდან 750 მეტრზე, მცხეთიდან დაშორებულია 18 კმ-ით.

ისტორია:

ისტორიულ წყაროებში ბოკოწინი პირველად XVI საუკუნეში იხსენიება. იგი მცხეთის საკათალიკოსოს კუთვნილი სოფელი ყოფილა.

ეტიმოლოგია:

სოფელს სახელი გალავანი ეწოდა XX საუკუნის დასაწყისში, იქ შემორჩენილი XVII-XVIII საუკუნეების ციხე-გალავნის მიხედვით.

დემოგრაფია:

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 503 ადამიანი.



Comments

Popular posts from this blog

ახალუბანი

ახალსოფელი