ერედა
ერედა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, წილკნის თემში. ისტორია : 1905 წლის 20 მარტს სოფლის ცენტრში შეიკრიბა ერედისა და ახლომახლო სოფლების (ძალისი, მჭადიჯვარი, წილკანი, გრემისხევი, ბაზალეთი, ჭილურტი, ებნისი) გლეხკაცობა და თავადაზნაურობა (6000-მდე კაცი). გლეხებმა მოითხოვეს მათთვის „ნადელების“ უსასყიდლოდ გადაცემა, ე. წ. „ჩამონაჭრების“ დაბრუნება, ტყითა და საძოვრებით სარგებლობის უფლება, ხოლო უმიწაწყლო გლეხებისათვის სამყოფი მიწის გამოყოფა. მათ წამოაყენეს, აგრეთვე პოლიტიკური მოთხოვნები: არსებული წყობილების დამხობა, დამფუძნებელი კრების მოწვევა, კრების, სიტყვის, სარწმუნოების, განათლების თავისუფლება, ძველი არმიის გაუქმება. დემოგრაფია : 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 510 ადამიანი.