ბურიანი

ბურიანი — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოს ქედის ჩრდილოეთ კალთის ძირას, მდინარე თეზმის (მდინარე არაგვის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან — 860 მეტრზე, მცხეთიდან დაშორებულია 20 კმ-ით. დემოგრაფია 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 15 ადამიანი.